სიახლეები
პარასკევი, 17 მაისი 2013
 2013 წლის 18 მაისს, 15:00 საათზე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმა“ წევრები სასწავლო-შემეცნებითი გამოფენის პრეზენტაციას გამართავენ. 
ხუთშაბათი, 16 მაისი 2013
2013 წლის 17 მაისს 11:00 საათზე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონფერენციების დარბაზში გაიმართება ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონის ფინალური შეხვედრა.
ფინალში მონაწილეობს აფხაზეთის 6 საუკეთესო გუნდი აფხაზეთის #1, #7, #10, #11, #12 საჯარო სკოლებიდან. გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ გუნდს თამაშის სიმბოლო „ბუ“ გადაეცემა, გუნდის წევრებს დიპლომები  და ფასიანი საჩუქრები დაურიგდებათ.  თამაშის დასასრულს მოზარდები ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთის ომში დაღუპულ ქართველ  ჯარისკცთა ხსოვნას მიაგებენ პატივს. 
ოთხშაბათი, 15 მაისი 2013
2013 წლის 14 მაისს, საქართველოში აღინიშნება წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II  მიერ  2013 წელი საქართველოში გამოცხადდა თამარ მეფის  წლად.  
სამშაბათი, 14 მაისი 2013
2013 წლის 16 მაისს, 15:00 საათზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და კინოცენტრის „აფხაზეთი“ ორგანიზებით, ჩრდილების სახელმწიფო თეატრი  „ბუდრუგანა გაგრა“  ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტში საქველმოქმედო სპექტაკლს „წელიწადის ოთხი დრო“  გამართავს. 
ორშაბათი, 13 მაისი 2013
2013 წლის 14 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება  ინტელექტუალური თამაშისრა? სად? როდის? “ VI შესარჩევი ტური.  შეჯიბრი skype–კონფერენციის რეჟიმში ერთდროულად ჩატარდება ქალაქებში : თბილისი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი, ფოთი, ჩხოროწყუ.  
ორშაბათი, 13 მაისი 2013
2013 წლის 13 მაისს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ააიპ „კავკასიის განვითარება“ იწყებს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს „ქალის როლი საზოგადოებაში“, რომელიც გულისხმობს მე-7-მე-12 კლასებში მოხსენებათა კონკურსის ჩატარებას. 
12345678910  >   >>