აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მსოფლიო თასის ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში ირაკლი ცხოვრებაშვილს შეხვდა და მას გამარჯვება მიულოცა.
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.
საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდებმა თბილისში, რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზეთის რაგბისტთა გუნდმა „თოლიებმა“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალზე წარმატებით იასპარეზა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას. გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა. ღონისძიებებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.
„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს14 ენაზე“, - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავს მიეძღვნა.
ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა