აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური 2016 წლის 17 აგვისტოდან, 5 დღის ხანგრძლივობით, აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკს გორის რაიონში. კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა კარვების ქალაქი, რომელშიც განთავსდება აფხაზეთიდან დევნილი 40 მოსწავლე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერლისა და პუბლიცისტის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
წლეულს , 15 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად ახორციელებს „მომავლის ბანაკს“ დაბა შაორში).
20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა და ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საგანგებო საღამო მიუძღვნა.