აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში ხელოვნების სასახლის დირექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „აფხაზეთი - ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს რუკებზე“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში მდებარე აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლას ეწვია და ბოლო ზარს დაესწრო.
ზუგდიდის სოფელ კახათის სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების გიორგი სიჭინავასა და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა.
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“. შეჯიბრში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ. შეჯიბრის გამარჯვებულიც აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მზიურის ამფითეატრში ფოტოგამოფენით „კადრები აფხაზეთიდან“ გახსნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია
US Embassy Tbilisi, Georgia-ის კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა.