აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ა/რ მთავრობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას (დაბადებიდან 75 წლისთავი) და ზვიად გამსახურდიას (დაბადებიდან 80 წლისთავი) იუბილეებთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
14 აპრილს დედაენის ძეგლთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით (ორგანიზატორი იზონერა ბერაია), ტრადიციულად აფხაზეთის მოსწავლეები და სტუდენტებიც შეიკრიბნენ. შეკრებილებს დედაენის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, პოეტებმა ტარიელ მუმლაძემ და ბაღათერ არაბულმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.