აფხაზეთის ა/ რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური, წარმატებით აგრძელებს ქვეპროგრამას - ,,კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით,
ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით,
აფხაზეთის საჯარო სკოლებში სპეციალურ ქვეპროგრამას ახორციელებს.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოლო-კონცერტი გამართა. კონცერტმა დიდი ოვაციებისა და აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა.
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ მონაწილეობდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“, რომელიც „თეატრი ათონელზე“-ში გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულებების რეზიდენტები.