იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
27 სექტემბერს - ჯვართამაღლებისა და აფხაზეთის დაცემის 25-ე წელს ქ. თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათზე ჯვარი აღიმართა
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში, საიუბილეო კონცერტი გამართა
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტმა „თბილისის ივენთ-ჰოლში“ დიდი ოვაციებით ჩაიარა
საქართველოს ეროვნულ არქივში აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ზურაბ ხონელიძე აირჩიეს
25.07.2017



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ დღეებში მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. შეხვედრას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებიც წარმოთქვეს.
ღვაწლმოსილი პედაგოგის შალვა შონიას 100 წლის საიუბილეოდ
21.07.2017



წლეულს, 16 ივლისს აფხაზეთში ქართული სიტყვის თავდადებული მოამაგის, აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის - შალვა ნესტორის ძე შონიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გაიმართა ტურნირი მინი-ფეხბურთში
13.07.2017



2017 წლის 11-13 ივლისს ქ. თბილისში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შშმპ-ისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა
06.07.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ქვეპროგრამის „შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის“ პრაქტიკული კურსი დასრულდა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად
04.07.2017



დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ა/რ მთვრობამ 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებით დააწესა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კ ო ნ კ უ რ ს ს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
30.06.2017



გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადებები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება და პუბლიცისტიკა.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ფოთსა და ბათუმში საიუბილეო კონცერტები გამართა
27.06.2017



აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთში,ბათუმსა და ზუგდიდში კონცერტები გამართა. ანსამბლმა დამსწრეთ ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები და ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები წარუდგინა. სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებამ როგორც ფოთში, ისე ბათუმში დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები გამოიწვია.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში
16.06.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესის მიდამოებში) ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. .