Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_iub2aqmm0v87ph0t11ikvr8373, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
2 ივნისს, PEMPAL-ის შიდა აუდიტის საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვიდეოკონფერენცია ,,საჯარო სექტორში შიდა აუდიტის შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI)". ვიდეოკონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აცხადებს ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ტიტულოვან სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებასა და ამ ვითარებიდან გამოსვლის საკითხებზე ვიდეოკონფერენცია გამართა
აფხაზეთის დღეს ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ. გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნონა შონიას თქმით, არჩევანი თემაზე - „გაზაფხული აფხაზეთში“ შეჩერდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლებმა, 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, დისტანციურ ფორმატში, აფხაზეთის დღე აღნიშნეს.