დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების ფარგლებში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი გელენავამ და ირმა კეკელიძემ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათ სურსათი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ორგანიზებით მიმდინარე აქციას, რომელიც მარტოხელა მოხუცების, ყველაზე მეტად შეჭირვებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს, ჩვენი სამინისტროც შეუერთდა.
დარჩით სახლში და გაეცანით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთის - ,,ჩემი აფხაზეთის” ელექტრონულ კატალოგს.
საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დარეკოთ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან ნომრებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2020 წლის I ეტაპზე დაფინანსდა 44 აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა.