იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა
აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი გადაეცა
ეკა ხოფერია - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს კომპიუტერები ჩაუტანეს
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
გიგა ოთხოზორიას ხსოვნას
23.05.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ახალგაზრდა ვაჟკაცის, არსებულ მძიმე რელობასთან შინაგანად შეურიგებელი გიგა ოთხოზორიას მუხანათურად მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის დედას - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ჯულიეტაჭანტურიას და მის ოჯახს.
გაიმართა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა
19.05.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა.
თბილისში ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს
16.05.2016



თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვისდა აფხაზეთის მთავრობა დალოცა
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში
16.05.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 12-15მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2001-2002, 2003-2004, 2004-2005 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
10.05.2016



9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს
05.05.2016



გარდაიცვალა კანდიდ თარბა, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „კავკასიას“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, აფხაზეთში პროფესიული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისათვის დამაშვრალი კაცი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
29.04.2016



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ გალერეაში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის გურამ ყურაშვილის ხსოვნას
20.04.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი. მაესტრო გურამ ყურაშვილს შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.