ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
მეცნიერება



აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა

 
1. პროგრამის მიზნები და ამოცანები:
პროგრამის მიზანია აფხაზეთის მეცნიერების მხარდაჭერა. 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ, როცა აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად 300 000–ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი იძულებული შეიქნა მიეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, მრავალი მეცნიერი აღმოჩნდა მოწყვეტილი მშობლიურ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა აღდგენილიყო ჩვენი ქვეყნის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სადაც ფუნქციონირებს აფხაზური ენისა და ისტორიის ინსტიტუტი), საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვა. თბილისში დაარსდა ა(ა)იპ „აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“.

აფხაზეთის მეცნიერები აწარმოებენ კვლევებს აფხაზურ ენასა და ლიტერატურაში, ქართველოლოგიაში, აფხაზეთის ისტორიაში,ქართულ–აფხაზურ ლიტერატურულ ურთიერთობებში, არქეოლოგიაში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკაში, ზოგადად აფხაზეთმცოდნეობაში. მნიშვნელოვანია ამ კვლევების შედეგების წარმოჩენა საზოგადოების წინაშე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხშირ შემთხვევაში, დევნილი მეცნიერები მწირი ფინანსური შესაძლებლობის გამო, ვერ ახერხებენ კვლევითი სამუშაოების ჩატარებას ან მიღებული შედეგების გამოქვეყნებას. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს აფხაზეთის მეცნიერთა ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებას და აფხაზეთის თემატიკის სამეცნიერო –აკადემიურ წრეებში წარმოჩენას. პროგრამის მიზანია აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა.

2. პროგრამაში მონაწილეობა:                                                                                            პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს აფხაზეთიდან (დოქტორანტს, მაგისტრანტს, მაგისტრს, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, ასევე აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს). მონაწილეობისათვის მათ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. შესაძლებელია დაფინანსდეს მეცნიერთა საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებზე მონაწილეობა, სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა, კვლევებისათვის საჭირო მინიმალური სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შექმნა, სამეცნიერო ხასიათის შეხვედრების ან კონფერენციების ორგანიზება. გამონაკლისის სახით, წარმოდგენილი პროექტის თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, შეიძლება დაფინანსდეს არააფხაზეთელი მეცნიერიც.

3. განხილვის პროცესი: 
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თავისი კონპეტენციის ფარგლებში განიხილავს ამ პროექტებს შემოტანიდან ერთი თვის განმავლობაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო თუ წარმოდგენილი პროექტის თემატიკა სცილდება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს, მაშინ ის უზრუნველყოფს პროექტის შესაფასებლად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას. ექსპერტთა დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროექტის წარმომდგენ პირთან (ან პირებთან) იდება ხელშეკრულება. 

სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს წარმოდგენილ სამეცნიერო პროექტებს სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობით შექმნილი კომისიის ფარგლებში:

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ სამეცნიერო პროექტების გამხილველი კომისია

თავმჯდომარე:

ალექსანდრე აპლაკოვი – მინისტრის პირველი მოადგილე, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;

 

თავმჯდომარის მოადგილე:

ბესიკ ოდიშარია – მინისტრის აპარატის უფროსი, პროგრამის კოორდინატორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი ისტორიის სპეციალობით;

 

წევრები:

  1. გიორგი ჟღენტი – მინისტრის მოადგილე, პოლიტოლოგიის მაგისტრი,  პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი;
  2. ირაკლი გელენავა – პროგრამებისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის, პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველოს უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
  3. ხათუნა შონია – განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი ფილოლოგის სპეციალობით (მდივანი).

  კომისიის მიერ გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

   კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობა.

   იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ პროექტზე გადაწყვეტილების მიღება სცილდება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს, პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს პროექტის შესაფასებლად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას.

4. დაფინანსება:                                                                                                                     პროექტების ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემის აქტუალობაზე და თანადაფინანსების ოდენობაზე. დაფინანსდება პროექტის ბიუჯეტის მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საფინანსო–საბუღალტრო დოკუმენტაციით.  დაფინანსების აუცილებელი პირობაა თანადაფინანსება.

5. კონტროლი და მონიტორინგი:
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს დაფინანსებულ პროექტებზე კონტროლი, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და შინაარსობრივ მხარეებს. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს პროექტის დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები და ვადები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების გაგრძელება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში-შეწყვეტა.

6. ანგარიში:                                                                                                       პროექტის დასრულების შემდეგ მისი ავტორი ვალდებულია წარმოადგინოს სამინისტროში შესრულებული სამუშაოს ანგარიში და პროექტის საბოლოო პროდუქტი ––კვლევის, გამოცემისა თუ სხვა სახით. სამინისტრო უფლებამოსილია თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალა. პროექტისათვის გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმომდგენ პირებს. პროექტის დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა სამინისტროს საკუთრებაში.

7. პროგრამის კოორდინატორი                                                                         

  აღნიშნული პროგრამის კოოდინატორია ბესიკ ოდიშარია, მინისტრის აპარატის უფროსი. კოორდინატორი პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამით გათვალიწინებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზზე და ესაუბრეთ პროგრამის კოორდინატორს.

8.პროგრამის ფონდი                                                                                                                             აღნიშნულიპროგრამის საერთო ფონდია 40000 ლარი.

9. პროგრამის ვადები                                                                                                         

  პროექტები მიიღება წლის განმავლობაში, ფონდის ამოწურვამდე.  პროგრამა წინამდებარე სახით მოქმედებს 2010 წლის 31 დეკემბრამდე, რაც ასევე წარმოადგენს მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი პროექტების შესრულების ბოლო ვადას.

გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციას წლის განმავლობაში დაფინანსებულ პროექტებზე იხილავთ ამ გვერდზე.

 

2010 წლის 20 ივნისს, დასრულდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტების მიღება. 

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამიდან“დაფინანსების მოთხოვნის განაცხადის ანკეტა


ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 195 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 165 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 168 ხმა