ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-05-14
აფხაზეთის საჯარო სკოლებში ბოლო ზარის დღეა!

დღეიდან აფხაზეთის საჯარო სკოლებში, მე–12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ირეკება. მოსწავლეების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. წელს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთელ ყველა მოსწავლეს „ბოლო ზარი“–ს დღე სპეციალურად მათთვის დამზადებული ლურჯი ფერის ყელსახვევებით მიულოცა, რომელზედაც სამახსოვრო წარწერაც „ აფხაზეთის საჯარო სკოლის 2010 წლის გამოშვება“ გაკეთდა. ვრცლად
2010-05-13
ზურაბ ანჩაბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციას თემაზე ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ზურაბ ანჩაბაძის სულისკვეთებით“

წელს ქართველი სამეცნიერო საზოგადოება გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის დაბადებიდან 90 წლისთავს აღნიშნავს. აფხაზი თავადის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ,,სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს ახალგაზრდულ კონფერენციას თემაზე: ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ზურაბ ანჩაბაძის სულისკვეთებით“ . ვრცლად
2010-05-11
აფხაზეთის #11 და #8 საჯარო სკოლების მოსწავლეების skype -კონფერენცია

11 მაისს 15:00 საათზე აფხაზეთის #11 (ქ. ზუგდიდი) და აფხაზეთის #8 (დაბა წყნეთი) საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართება skype -კონფერენცია. აფხაზეთის #11 საჯარო სკოლიდან კონფერენციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი გაუძღვება. ვრცლად
2010-05-09
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს ულოცავს. ქვეყნის ერთიანობისთვის გმირულად მებრძოლ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან მეომართა შორის, აღსანიშნავია აფხაზეთის საპატიო მოქალაქე, საქართველოს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი,120 საბრძოლო მედლის მფლობელი 87 წლის ომის ვეტერანი - ირაკლი ყანდარელი. ვრცლად
2010-05-08
იწყება აფხაზეთის ღია ჩემპიონატი კარატეში

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დღეს 10:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში სპორტის სახეობათა ფილიალის ვრცლად
2010-05-06
მსურველებს ვიწვევთ მონაწილეობის მისაღებად მედიაპროექტში „ეტალონი“

სატელევიზიო მედიაპროექტი ეტალონი ამზადებს გადაცემის ჩაწერას აფხაზეთიდან დევნილების მონაწილეობით. ასაკი და პროფესია შეუზღუდავია . ვრცლად
2010-05-05
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ოკუპირებული ზონის სკოლის ნაკრებ გუნდს სპორტული ფორმები გადასცა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ოკუპირებული ზონის (გალის რაიონი) ერთ–ერთი სკოლის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდს საჩუქრად სპორტული ფორმები, ბუცები და ბურთები გადასცა. სკოლის გუნდი წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში. ვრცლად
2010-05-05
პედაგოგთა დასაქმება საკონკურსო პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს პროგრამებზე - ”ასწავლე საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში”. ვრცლად
2010-05-03
თბილისში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები ახალ პროფესიებს ეუფლებიან

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და პროფესიული სწავლების ცენტრის „სპექტრი“ინიციატივით თბილისში მცხოვრები, ეთნიკური აფხაზები უფასოდ შეისწავლიან პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი ოპერატორის კურსებს. პროგრამა ასევე მოიცავს ვებ გვერდების დამზადების სწავლებას. ვრცლად
2010-05-03
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მეცნიერებათა აკადემიის პირველი ხარისხის სიგელებით დაჯილდოვდნენ

30 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა რიგით 64 მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენცია საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, რომელშიც ასეულობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის – 76 მოსწავლე აფხაზეთის საჯარო სკოლიდან და 11 მოსწავლე –ოკუპირებული ზონიდან. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 195 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 165 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 168 ხმა