ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-06-21
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ პროექტის “ერუდიტი 2010” ფინალისტებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა

დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ინტელექტუალურ- შემეცნებითი პროექტის ”ერუდიტი 2010” ფინალისტებს შეხვდა და პირადად მიულოცა ბავშვებს ფინალში გასვლა. პროექტი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ფონდის ”ჰარმონია და მშვიდობა” მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების 150 -ზე მეტი 13-17 წლამდე მოსწავლე მონაწილეობს. ფინალში გავიდა 25 მოსწავლე. ვრცლად
2010-06-21
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია 2009-2010 წლებში აფხაზეთის ღია ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოვებს

დღეს 17:00 საათზე , კულტურის ცენტრში ”მუზა” აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი დაესწრება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით 2009-2010 წლებში ჩატარებულ აფხაზეთის ღია ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. ვრცლად
2010-06-19
აფხაზეთის # 8 საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? გაზაფხულის სერიის გამარჯვებულია

19 ივნისს დაბა წყნეთში, ხელოვნების სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი. შეჯიბრში დიდგორის რაიონის მასშტაბით 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის #8 საჯარო სკოლის გუნდი ზამთრის სერიის გამარჯვებულია. აფხაზეთის გუნდის ბრწყინვალე ექვსეულმა (გურამ ბაქრაძე–კაპიტანი, გიგა დარსანია, ქეთევან უბილავა, პაატა გოგოხია, ვიქტორ კვარაცხელია და ნინო მელაძე) თანაბარ ბრძოლაში ანგარიშით 6–5 დაამარცხა ახალგაზრდები კონფლიქტის ზონიდან და გაზაფხულის სერიის გამარჯვებული გახდა. ვრცლად
2010-06-18
აფხაზეთის საჯარო სკოლები ჩაერთვებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ პროექტში „მუზეუმი და სკოლა“

19 ივნისს, პირველად საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ერთობლივად აწყობს შემეცნებით საგანმანათლებლო ვიზიტს სიღნაღის საგამოფენო დარბაზში. ვრცლად
2010-06-17
50 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის აფხაზეთიდან დევნილი 13 წლის სალომე თავზარაშვილი ბავშვთა საერთაშორისო სიმღერების კონკურსზე „კოროჩინო დორო“ გრანპრის მფლობელი გახდა

17 ივნისს აფხაზეთიდან დევნილი 13 წლის სალომე თავზარაშვილმა ვატიკანში გამართულ გალა კონცერტზე სოლო სიმღერა „ამ ახალ საქართველოს“ შეასრულა. სალომე ლია ნიქაბაძის საავტორო სკოლის გოგონათა ანსამბლის „პატარა ქართველები“ ერთ–ერთი გამორჩეული სოლისტია. ვრცლად
2010-06-17
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმატებულ ბიზნეს საწარმოს ს.ს. „ლომისი“–ს ქარხანას ესტუმრნენ

აფხაზეთის საჯარო სკოლის 30 მოსწავლეს ს.ს „ლომისი“ –ს ქარხანაში უმასპინძლეს. ბავშვები გაეცნენ ცნობილი ბრენდის „ნატახტარი“–ს წარმოების ტექნოლოგიას, ტექნოლოგიის დარგის მნიშვნელობას და მის წვლილს ეკონომიკის განვითარების საქმეში. ვრცლად
2010-06-15
აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის გუნდი „ სკოლბურთი 2010“ პირველი ტურის გამარჯვებულია

დაიწყო საქართველოს მოსწავლეთა პირველობა ფეხბურთში „სკოლბურთი 2010“. ტურნირი საქართველოს მასშტაბით 2006 წლიდან მიმდინარეობს. ყოველწლიურად მასში 1300–მდე სკოლის ნაკრები გუნდი მონაწილეობს, მათ შორის აფხაზეთის საჯარო სკოლის გუნდებიც. პირველი ტურის გამარჯვებული, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის გუნდი (აფხაზეთის რეგიონი, ჩხოროწყუ) საქართველოს დანარჩენ რეგიონებიდან გამარჯვებულ სკოლის გუნდებთან იასპარეზებს. ტურნირის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია მოსწავლეების წახალისება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, სკოლის ბაზაზე სპორტის სახეობების განვითარება. ვრცლად
2010-06-15
აფხაზეთის #8 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა მატუა აფხაზეთის მოსწავლე –ახალგაზრდებისთვის გამართული ტურნირის „ბონ–ბონი“–ს თასის პირველი გამარჯვებულია

ლუკა მატუა „ბონ–ბონის“ თასის პრიზიორია. მან 111 ქულით დაამარცხა მეტოქეები. „ბონ–ბონი“–ს თასი სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების ფილიალის ორგანიზებითა (OFFS) და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად 12 წლამდე აფხაზეთის მოსწავლე –ახალგაზრდებში გათამაშდა. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა, ტურნირში გოგონების და ბიჭების ინტეგრირებული გუნდები ჩაერთნენ, სულ 30 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მეორე და მესამე ადგილი გადაინაწილეს თამთა სარალიძემ – 87 ქულა და თათია ღვაჩლიანმა – 78 ქულა. ვრცლად
2010-06-11
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის კურსანტების როლში

2010 წლის 11 ივნისს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის „სამოქალაქო თავდაცვა“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყობა საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. ვრცლად
2010-06-10
skype -კონფერენცია გრძელდება აფხაზეთის #8 და ქალაქ თბილისის #15 საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე საუბრობენ

10 ივნისს 16:00 საათზე აფხაზეთის #8 (დაბა წყნეთი) და ქ. თბილისის #15 საჯარო (მეტრო ღრმაღელე #207 სკოლის ბაზაზე) სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართება skype -კონფერენცია. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 195 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 165 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 168 ხმა